მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

70 000 ლარამდე უპროცენტო სესხი შენი ბიზნესისთვის - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას აფართოვებს.

პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, ამიერიდან 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება. აღნიშნულ სესხზე ასევე მოქმედებს სახელმწიფოს 80%-იანი გარანტია.

ახალი პირობების თანახმად, მიკრო და მცირე მეწარმეებს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობაც უჩნდებათ. წარმატებული ბენეფიციარებისთვის პროგრამას დაემატა 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხი, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.

ამასთან, გაფართოვდა სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი.

როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს ამოქმედდა და მან მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია მეწარმეებში. ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებულია 1,837 სესხი, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 83 მლნ ლარს შეადგენს.

"ბიზნესის ასეთმა დაინტერესებამ და ბენეფიციარების მხრიდან ნაჩვენებმა წარმატებულმა შედეგებმა ნათლად დაგვანახა, პროგრამის გაფართოების საჭიროება. მიკრო სესხის მაქსიმალური ლიმიტი გავზარდეთ 50 000 ლარიდან 70 000 ლარამდე და დაფინანსების ხელმისაწვდომობა თანაბარი გავხადეთ ყველასთვის - ამიერიდან 70 000 ლარამდე მიკრო სესხი უპროცენტო იქნება ყველა მეწარმისთვის. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ერთჯერადი მხარდაჭერით აღარ შემოიფარგლება, რადგან საწყისი წარმატების შემდეგ, მეწარმეები დამატებითი რესურსებს საჭიროებენ შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნული ზრდის წასახალისებლად, გაჩნდა პროგრამით განმეორებით სარგებლობის შესაძლებლობა. წარმატებულ მეწარმეებს საშუალება ექნებათ კვლავ ისარგებლონ პროგრამით და მიიღონ 70 000-დან 150 000 ლარამდე სესხი შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით. დამატებით, ყველა ამ სესხზე სახელმწიფო მეწარმეებს უზრუნველყოფს 80%-იანი გარანტიით. იმედი გვაქვს, პროგრამა მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მიკრომეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყანაში სამეწარმეო პოტენციალის ზრდას", - აღნიშნა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის და საკონსულტაციო სერვისების მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ კორპორაციის ბიზნეს სივრცეებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ან დარეკონ ნომერზე 15 25.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image Spotify-ი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მუსიკალური რემიქსის შექმნის სერვისის დანერგვას 2027 წელს გეგმავს

04.11.2026.18:00

შვედური მუსიკალური სტრიმინგის კომპანია Spotify ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მუსიკალური რემიქსების შექმნის სერვისის ჩაშვებას 2027 წლის პირველ კვარტალში გეგმავს.

Spotify განიხილავს ახალი სერვისისთვის გამომწერებისთვის დამატებით თვეში 4-დან 5 დოლარამდე გადასახადის დაწესებას.

ახალი სერვისი ფასიანი გამოწერის მქონე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნან სიმღერების საკუთარი ვერსიები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა