8200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
28.05.2026.14:05
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობას. სებ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული. მან ასევე ისაუბრა საქართველოს კომერციულ ბანკებსა და აშშ-ის მსხვილ კომერციულ ბანკებს შორის მჭიდრო საკორესპონდენტო თანამშრომლობაზე.
ამასთან ხაზი გაესვა, რომ სულ უფრო მზარდია ამერიკელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი. მათ შორის, ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ, რაც ქართული საფინანსო სისტემისადმი ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშროლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. ასევე სებ-ის შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები.