მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.

მინისტრმა აბასთუმნის შემოვლითი გზის, ობსერვატორიამდემისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აბასთუმნის ურბანული განახლების პროგრამით დაგეგმილი სამუშაოებიც განიხილეს.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში არსებული შეფერხებების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება.

17-კილომეტრიანი შემოვლითი გზის დასრულებით, აბასთუმანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის სრულფასოვანი სატრანსპორტო კავშირი შეიქმნება. პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის.

რთულ რელიეფზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვას. გზის მშენებლობით დაზიანებული ტყის საფარის აღდგენა პარალელურ რეჟიმში დაიწყება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას და ეკოსისტემას, რადგან ზუსტად ეს არის აბასთუმნის და ზოგადად ამ მხარის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენას იმ ადგილებში, სადაც დაზიანებები მოხდა“– აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო ობსერვატორიამდე მისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სპროცესს..

აბასთუმნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ურბანული განახლების პროგრამაც. ტენდერით გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტირებისა და მშენებლობის ხარისხს, რათა ინფრასტრუქტურა იყოს გამძლე და გრძელვადიანი.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ხარისხიანად, იყოს გამძლე და გაუძლოს მრავალ ათეულ წელს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აბასთუმნის განვითარებას ხელს უწყობს კერძო სექტორის მზარდი აქტივობაც. კურორტზე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად აბასთუმნის ახალი ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს აბასთუმნის განვითარებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და კურორტის აღორძინების პროცესის საფუძვლის ჩაყრისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა