მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

აბასთუმნის 15.9 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ახალი გზის მთავარი მიზანია, სატრანზიტო ავტოტრანსპორტმა აღარ გაიაროს უშუალოდ დაბა აბასთუმანში, რაც შეამცირებს კურორტის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას.

„შემოვლითი გზის მშენებლობა რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს კლდოვანი გრუნტების დამუშავებას, ბურღვით სამუშაოებს, ფერდობების სტაბილიზაციასა და გზის სავალი ნაწილის გაფართოებას. გზის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენდება საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები და სანიაღვრე არხები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. ჯამში, გათვალისწინებულია 6 ახალი ხიდის მოწყობა.

მათგან მდინარე აბასთუმანზე 3 ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დარჩენილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენი 3 ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და დაზიანებული ბუნებრივი საფარის აღდგენას. სამუშაოების პარალელურად დაიწყება ტყისა და ხე-მცენარეების აღდგენა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც გზის მშენებლობამ ზემოქმედება მოახდინა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საკომპენსაციო თანხები უკვე გადახდილი აქვს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის. ამასთან, სააგენტოსთან შეთანხმებით, დაიგეგმა დამატებითი საკომპენსაციო რგვებიც. ექსპერტები უკვე მუშაობენ შესაბამის გეგმაზე, რომლითაც განისაზღვრება აბასთუმნის შემოვლითი გზის არეალში დასარგავი მცენარეების სახეობები და რაოდენობა.

ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებიც, მათ შორის ცხოველთა სახეობებისთვის სპეციალური მიგრაციის გასასვლელების მოწყობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს აღდგენისა და გამწვანების ღონისძიებებს გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს, რათა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს ბუნებრივი გარემო.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად, კურორტის მიმართულებით გრძელდება სხვა საგზაო პროექტებიც — ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, ასევე დაბა აბასთუმანში ასათიანის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აბასთუმნის 15.9 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

05.09.2026.16:08

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა