მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

„აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე მოხსენებას Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულებების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გააკეთებს

news image
mbc image

Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულებების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და გერმანიის რეგიონული მენეჯერი როლფ ვერნერი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე მოხსენებას გააკეთებს. ვერნერი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლის სამყარო." 

ლფ ვერნერი 2024 წლის იანვრიდან ევროპის მასშტაბით კომპანიის საქმიანობას ხელმძღვანელობს, მათ შორის, გაყიდვებს, მარკეტინგსა და ბიზნესის მენეჯმენტს. ვერნერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის ზრდის სტიმულირებასა და ბაზრის წილის გაფართოებაში.  

თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე  ფორუმს, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება,  2000-მდე დელეგატი, პოლიტიკოსები და ბიზნეს-ლიდერები დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის მომხსენებლები და ექსპერტები. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ დისკუსიების, ასევე ბიზნეს-სექტორის ერთმანეთთან დაახლოებისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

15.08.2026.19:03

ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაცია.

კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.

სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითიმიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.

ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპიური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციებზემორგების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსების მოსაწყობად იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება, ძირითადი პროექტის გარდა, დამატებით 5 ლოკაციაზე მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა