მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ

news image
mbc image

აჭარაში "კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ. ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობდა ტრენერები და შეფ-მზარეულები, რომლებიც სერვირებისა და დასუფთავების სტანდარტების, ავთენტური, აჭარული კერძების მომზადების, შრომითი უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, განთავსების პორტალების მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების მიმართულებით ატარებდნენ პერსონალურ ტრენინგებს. სატრენინგო პროგრამაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე 10 საოჯახო-სასტუმრო სახლის მასპინძელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტატუსი მიმდინარე წელს მიიღეს.

პროექტი “კარგი მასპინძელი” რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2024 წელს დაიწყო. ჯამში აჭარაში 20-მდე „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფუნქციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ

10.11.2026.13:17

აჭარაში "კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ. ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობდა ტრენერები და შეფ-მზარეულები, რომლებიც სერვირებისა და დასუფთავების სტანდარტების, ავთენტური, აჭარული კერძების მომზადების, შრომითი უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, განთავსების პორტალების მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების მიმართულებით ატარებდნენ პერსონალურ ტრენინგებს. სატრენინგო პროგრამაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე 10 საოჯახო-სასტუმრო სახლის მასპინძელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტატუსი მიმდინარე წელს მიიღეს.

პროექტი “კარგი მასპინძელი” რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2024 წელს დაიწყო. ჯამში აჭარაში 20-მდე „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფუნქციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა