მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე ძალიან რთული ხდება ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება - გიორგი ამილახვარი

news image
mbc image

უახლოეს დღეებში, საჯარო პრეზენტაციას გავმართავთ, სადაც ზუსტად ვუპასუხებთ კონკრეტულ გამოწვევას, თუ როგორ შევძლოთ არსებული ადამიანური კაპიტალის პირობებში, რაოდენობას ვგულისხმობ, ადამიანები აღვჭურვოთ იმ უნარებითა და ცოდნით, რომელიც შემდეგ ბიზნესისთვის ხელსაყრელი იქნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. 

მისი თქმით, უახლოეს მომავალში პრეზენტაცია გაიმართება. კერძოდ, სამინისტრო წარმოადგენს ხედვას, თუ როგორ უნდა ითანამშრომლებს სახელმწიფომ ბიზნეთან, იმისთვის, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტის პრობლემა მოგვარდეს. 

„ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე ძალიან რთული ხდება ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება. ამიტომ, ზუსტი პასუხი, სწორი ფორმულა, ბიზნესისა და კერძო სექტორის ჩართულობით უკვე გვაქვს, სადაც ჩვენ ძალიან ინოვაციურ, ხელსაყრელ შეთავაზებას გავუკეთებთ კერძო სექტორს, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ჩვენთან ერთად პროფესიულ განათლებაში და ერთად როგორ უნდა შევძლოთ, იმ უნარებისა და ცოდნის მქონე ადამიანების მომზადება, რომლებიც პირველ რიგში ჭირდება დასაქმების ბაზას და შესაბამისად, კერძო სექტორს. ისინი თავად უნდა იყვნენ ჩართულები პროცესში და მეტი სანდოობა ექნებათ იმ პროგრამების კურსდამთავრებულების მიმართ. ბუნებრივია ეს პასუხს გასცემს საკითხს, რომელიც კვლევაში [BAG ინდექსი] ბიზნესის მიერ არის დასმული, რომ აღმოიფხვრას ე.წ. გეფი, რომელიც დღეს არის დასაქმების ბაზარსა და ადამიანურ კაპიტალს შორის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

იგივე თემაზე: 

კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა - BAG

კადრების სიმცირემ ბიზნესის ყველა სხვა პრობლემა გადაფარა - ლევან ვეფხვაძე

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა