მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით უნგრეთთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე,  მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები,  თაფლისა  და ღვინის ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ უნგრეთთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უნგრელ კოლეგას ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების მსურველი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, პარტნიორული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, ღვინის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე. არსებობს ყველა გარემოება, რომ ბიზნესსექტორს ხელი შევუწყოთ დაამყარონ კავშირები, მოვიზიდოთ ინვესტიციები იმ სექტორებში, რომელიც შეიძლება მიმზიდველი იყოს  უნგრული მხარისთვის“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„საქართველოს, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, გაფორმებული მემორანდუმი მტკიცე საფუძველს შეუქმნის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგების მომტანი იქნება“,- განაცხადა ისტვან ნაგიმ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერძევეობისა და მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებსაც.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და იური ნოზაძე, ასევე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა.   ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინა. სტუმრები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა