აგვისტოს მონაცემებით 41 ტელეარხიდან პირველზე ტვ იმედია, ხოლო 37-41 ადგილზე თანაბარი მაჩვენებლით: BMG, მეტეო 24, ტოკ ტვ და ოდიში
Tri Media Intelligence-ს მიერ შედგენილი სატელევიზიო რეიტინგით, ყურებადობის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ ისევ ნომერ პირველი ტელევიზიაა.
როგორც Tri Media Intelligence-ს ვებგვერდზე განთავსებული აგვისტოს მონაცემებიდან ირკვევა, „იმედის“ Share-ს მაჩვენებელი 25.05-ს შეადგენს და აღნიშნული მონაცემებით, ტელეკომპანია მეორე ადგილზე მყოფ პოს ტვ-ს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით უსწრებს.
TOP-3-ს რუსთავი 2 ხურავს, რომლის მაჩვენებლებიც პოს ტვ-ს მაჩვენებლებს მცირედით ჩამორჩება.
Tri Media Intelligence-ს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეიტინგი აგვისტოს მონაცემებს ასახავს.
1. იმედი - 25.05
2. პოს ტვ - 8.18
3. რუსთავი 2 - 7.00
4. საზ. მაუწყ. 1-ლი არხი - 5.35
5. მთავარი არხი - 4.32
6. ტვ პირველი - 3.82
7. ჯი დი ესი - 3.10
8. პირველი არხი სპორტი - 1.84
9. მარაო - 1.30
10. კომედი ტვ - 1.11
11. ფორმულა - 1.07
12. მაესტრო - 0.94
13. აჭარა - 0.71
14. ალტ ინფო - 0.60
15. სილქ უნივერსალი - 0.55
16. სეტანტა სპორტ 1 - 0.42
17. პალიტრა ნიუსი - 0.30
18. ევრონიუს ჯორჯია - 0.27
19. ობიექტივი - 0.23
20. კავკასია - 0.22
21. ერთსულოვნება - 0.22
22. TVC - 0.16 - 0.16
23. სეტანტა სპორტ 2 - 0.13
24. TV 25 - 0.12
25. თავისუფალი არხი - 0.11
26. სეტანტა სპორტ 3 - 00.08
27. თრიალეთი - 0.07
28. ენკი-ბენკი - 0.06
29. რაგბი ტვ - 0.05
30. რიონი - 0.05
31. სტერეო+ - 0.05
32. მიუზიკ ბოქსი - 0.04
33. TV 4 - 0.04
34. გურჯაანი - 0.02
35. TV 24 - 0.02
36. გურია ტვ - 0.02
37. BMG - 0.01
38. მეტეო 24 - 0.01
39. ტოკ ტვ - 0.01
40. საპარლამენტო - 0.01
41. ოდიში - 0.01
TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.
TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.
(სამიზნე სეგმენტი - ინდ.4+ სტუმრების გათვალისწინებით / LIVE+Vosdal
ცვლადი - Share - სრული სატელევიზიო ყურებიდან არხის წილი)
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.