მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170
-0.0069
flag
AZN 1.5459
0
flag
CNY 38.794
-0.004
flag
EUR 2.9849
-0.0106
flag
GBP 3.4892
-0.0135
flag
KZT 55.03
-0.0024
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6278
-0.0003
news banner

ახალ ბულვარში ბათუმისთვის გამორჩეული ქორწინების სახლი შენდება - ვახტანგ ჟვანია

news image
mbc image

ახალ ბულვარში ბათუმისთვის გამორჩეული ქორწინების სახლი შენდება - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„თქვენ, როგორც იცით, ბათუმში ფუნქციონირებდა ქორწინების სახლი, რომელიც, როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, ისე, ზოგადად, ლოკაციიდან გამომდინარე, ოპტიმალურ ადგილას არ იყო განთავსებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მუნიციპალიტეტთან, მერიასთან კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქორწინების სახლისთვის გამოიყოფოდა ახალი ლოკაცია ახალ ბულვარში და აშენდებოდა ისეთი ქორწინების სახლი, როგორიც მოუხდება ბათუმს, და არქიტექტურაც მისი, თუ ნახავთ, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებულია.

აქედან გამომდინარე, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბათუმი არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ქალაქი, ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი, ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა ნიუანსი და აქაც, ბუნებრივია, ძალიან მალე დავიწყეთ ქორწინების სახლის მშენებლობა.

დღეს, ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ბათუმში ქორწინებების რეგისტრაცია ჩვეულებრივ მიმდინარეობს. ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეუძლია ოპერატორთან ხელი მოაწეროს, ასევე მოითხოვოს გასვლითი ქორწინება.

აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში წყვეტა ნამდვილად არ არის, უბრალოდ ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც შეემატება ამ გამორჩეულ ქალაქს, ულამაზეს ქალაქს, და კიდევ უფრო მეტ სილამაზეს შეჰმატებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდას - ვახტანგ ჟვანია

29.07.2026.16:24

ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდას - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს იუსტიციის სახლი ოპერირებს 127 ფილიალით და, ასევე, ჩვენ სერვისების მიწოდებას ვახორციელებთ მობილური იუსტიციის სახლებითაც.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მცხეთა, ასევე ზოტი და ჭალა. ბოლოსკენ არის ასევე მშენებლობის პროცესი ახმეტაშიც, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე ამ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში იუსტიციის სახლები იქნება წარმოდგენილი და იქაც ზუსტად 500-ზე მეტი სერვისით სარგებლობას შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები, როგორც, თუნდაც, ცენტრალურ იუსტიციის სახლში, თბილისში.

რა თქმა უნდა, ეს არ არის დასასრული. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სახელმწიფო შესყიდვა წალენჯიხის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე. მოგეხსენებათ, წინა წელს მინისტრმა დააანონსა წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობა და, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ნათქვამ სიტყვას პასუხისმგებლობით ვეკიდებით. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უკვე დაძრულია. განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვა, გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ააშენებს წალენჯიხის იუსტიციის სახლს.

რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ ლოკაციების ზრდაზე, ბუნებრივია, ეს არ არის ქაოტური პროცესი. ამ პროცესს და ლოკაციის არჩევას ყოველთვის საფუძვლად უდევს კვლევა. ამ კვლევის საფუძველზე ხდება საჭიროებების განსაზღვრა მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად და მერე უკვე იუსტიციის სახლს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აირჩიოს, საჭიროა შენობის აშენება თუ მობილური იუსტიციის სახლი დაფარავს ამ საჭიროებებს.

სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვგეგმავთ და უკვე ვასრულებთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდასაც, რადგან მობილური იუსტიციის სახლი ბევრად უფრო ეკონომიურია და ნაკლები ხარჯი უჯდება სახელმწიფოს. ამიტომ, სწორედ ამ გონივრული და სწორი პოლიტიკის საფუძველზე ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

მთავარი, რასაც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, არის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი, რომელიც ადამიანს სჭირდება, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ ხელმისაწვდომობაში არ იგულისხმება მარტო ლოკაცია და სახლთან ახლოს ყოფნა კონკრეტული იუსტიციის სახლისა; ამაში იგულისხმება კომფორტული გარემო, სერვისის მიწოდების ხარისხი და, ასევე, ყოველდღიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია ყოველდღიური საქმიანობის ნაწილში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა