მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება, - აღნიშნულია ჯივიპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საგზაო პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა არეალში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა.

„სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რათა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 სექტემბრის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს და მიკრო რაიონებს, ჟღენტის, შავგულიძის მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ფერმწერთა, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, საშა იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანჯაფარიძის, ნადირაძის, შავიშვილის, მამასახლისოვის, თოფურიას, პიკასოს, ქავთარაძის ქუჩებს, უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების ნაწილს. სოფელ თხინვალას, სოფელ ლისს, აკაკი გელოვანის ქუჩას.

სოფელი დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონდებაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, თოფჩიშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზ. სარაჯიშვილის, ვაჩეიშვილის, მირიანაშვილის, თეთრი გიორგის, ჩარგალეთის, იოაკიმ და ანას ქუჩები, ეკლესიის უბანი, ფარნავაზის N18, N20, N22, N24, N26, შეყლაშვილის, პეტრიწის N2ბ, ნიკო ბურის N25, თინათინის, შმერლინგის ქუჩები, სოფელი ძველი ვეძისი, დიღომი 7, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვნის გამზირი, მოციქულთასწორის ნინოს, ისიდორე დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის ქუჩები. დიღმის მასივის I კვ მთლიანად (გარდა 10, 11, 12), სოფელი დიღომი, ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3ა, 4 და 4ბ ზონები.

ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, მარგიანის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, ჯებაშვილის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ალასანიას ქუჩებს; ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილისა და ასათიანის ქუჩების ნაწილს.

გლდანის რაიონში: ზაჰესის დასახლება: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდის, რეაქტორის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა

24.09.2026.14:28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.

სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. 

სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, ინეტსნიურად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა დაგეგმილზე ადრე გახდა შესაძლლებელი და სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აღდგა.

ამ ეტაპზე სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა