მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

ახალი სასწავლო წლიდან ჩვენ გვექნება საგაკვეთილო პროცესში მობილურებით სარგებლობის შეზღუდვის კომპონენტი - გივი მიქანაძე

news image
mbc image

სოციალური თანასწორობიდან გამომდინარე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შემოგვაქვს სასკოლო ფორმები, რომელთა პირველი პარტიები უკვე საქართველოსკენ დაიძრა და 15 სექტემბრისთვის პირველკლასელები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი - განაცხადა გადაცემა Business Insider Georgia-ში გივი მიქანაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. 

,,პირველი სემესტრის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად დანარჩენი კლასები, მეექვსე კლასის ჩათვლით საჯარო სკოლები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასკოლო ფორმით. ჩვენ დღეს - ხვალ ბრძანებით დავამტკიცებთ სასკოლო ფორმების ტარიფებს, რომელიც იქნება გაცილებით დაბალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი არამარტო კერძო სკოლების სასკოლო ფორმებთან, არამედ იმ დანახარჯებთან შედარებით რომლის გაწევაც თითოეულ ოჯახს ბავშვის სასკოლო ჩაცმულობისთვის უწევთ. ასევე, ახალი სასწავლო წლიდან ჩვენ გვექნება საგაკვეთილო პროცესში მობილურებით სარგებლობის შეზღუდვის კომპონენტი, რისი ბრძანებაც მე უკვე დავამტკიცე და შესაბამისად, იქნება სპეციალური უსაფრთხო ყუთები, სადაც ბავშვები გაკვეთილების დროს განათავსებენ მობილურებს - ისინი მაქსიმალურად უნდა იყვნენ კონცენტრირებული სასწავლო პროცესზე", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

24.07.2026.13:37

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,თბილისის აეროპორტი", დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა (წონა: 304 გრამი) და ვერცხლის (წონა: 551 გრამი) ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 139 694 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი ორი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით - 5389 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა