ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია - კასტრაცია სავალდებულო ხდება | დეტალები
ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია სავალდებულო იქნება, რაც კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული. შინაურ ბინადარ ცხოველთა საქართველოს კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია და ის საპარლამენტო სესიაზე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.
„მოგეხსენებათ აღნიშნული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მეათე მოწვევის პარლამენტში. ჩატარდა არაერთი საკომიტეტო მოსმენა. გამოითქვა არაერთი შენიშვნა და მოსაზრება, როგორც არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. შესაბამისად კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ არის გადამუშავებული ვერსია, სადაც შეჯერებულია ყველა ის პოზიციები, რომელმაც მაქსიმალურად უნდა ხელი უნდა შეუწყოს კანონის აღსრულებას, მას შემდეგ რაც ის დამტკიცდება და შევა ძალაში.
კანონპროექტი თავისი შინაარსით შედგება რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან, ყველაზე მთავარი რა სიახლეც შემოდის კანონპროექტით ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის ვალდებულება. რაც არის იმის გარანტია, რომ სამომავლოდ ქუჩაში უმეთვალყურეოდ გაგდებული ძაღლი აღარ უნდა იყოს. პრობლემა, რომელიც არსებობს წლების განმავლობაში, განსაკუთრებით თვალსაჩინო და ინტენსიური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ყველა სტატისტიკურ მონაცემები და კვლევა ადასტურებს, რომ დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300-350 ათასამდე უმეთვალყურეო ძაღლია, რომლებიც თავისი შინაარსით ორ კატეგორიად იყოფიან, ეს არიან მიკედლებული ცხოველები და ასევე უმეთვალყურეო ცხოველები. აქ საუბარი მაქვს მხოლოდ ძაღლებზე და ამასთან ხაზს გავუსვამ, რომ აღნიშნული კანონპროექტის რეგულირების თემა შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართებით არიან მხოლოდ ძაღლები და კატები.
ამასთან ყოველი მეორე ოჯახი საქართველოში ადასტურებს, რომ ისინი ფლობენ შინაურ ცხოველს. შესაბამისად საკითხის გადაჭრისთვის ერთადერთი გზა არის მათი რეგისტრაცია. უკვე არსებობს, მომზადებულია ელექტრონული პროგრამა, ეს იგივე ელექტრონული პროგრამაა, რომელიც უკვე მუშაობს სხვა შინაურ ცხოველებთან მიმართებით
მეორე მიმართულება, რა მიმართულებასაც კანონი არეგულირებს, ეს არის დამატებითი საპრევენციო ღონისძიება იმისთვის, რომ ჰიპერპოპულაცია, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის შინაურ ცხოველებთან მიმართებით შემცირდეს და გარდა რეგისტრაციისა ჩვენ სხვა საშუალებაც გვქონდეს იმისთვის, რომ ცხოველები აღარ გამრავლდნენ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების მიღება. შესაბამისად კანონის ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდგომ, ეს იქნება დაახლოებით ნახევარი წელი სავალდებულო გახდება ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სავალდებულო სტერილიზაცია-კასტრაცია. რაც კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული.
მოგეხსენებათ აღნიშნული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მეათე მოწვევის პარლამენტში. ჩატარდა არაერთი საკომიტეტო მოსმენა. გამოითქვა არაერთი შენიშვნა და მოსაზრება, როგორც არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. შესაბამისად კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ არის გადამუშავებული ვერსია, სადაც შეჯერებულია ყველა ის პოზიციები, რომელმაც მაქსიმალურად უნდა ხელი უნდა შეუწყოს კანონის აღსრულებას, მას შემდეგ რაც ის დამტკიცდება და შევა ძალაში. კანონპროექტი თავისი შინაარსით შედგება რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან, ყველაზე მთავარი რა სიახლეც შემოდის კანონპროექტით ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის ვალდებულება. რაც არის იმის გარანტია, რომ სამომავლოდ ქუჩაში უმეთვალყურეოდ გაგდებული ძაღლი აღარ უნდა იყოს. პრობლემა, რომელიც არსებობს წლების განმავლობაში, განსაკუთრებით თვალსაჩინო და ინტენსიური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ყველა სტატისტიკურ მონაცემები და კვლევა ადასტურებს, რომ დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300-350 ათასამდე უმეთვალყურეო ძაღლის, რომლებიც თავისი შინაარსით ორ კატეგორიად იყოფიან, ეს არიან მიკედლებული ცხოველები და ასევე უმეთვალყურეო ცხოველები. აქ საუბარი მაქვს მხოლოდ ძაღლებზე და ამასთან ხაზს გავუსვამ, რომ აღნიშნული კანონპროექტის რეგულირების თემა შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართებით არიან მხოლოდ ძაღლები და კატები. ამასთან ყოველი მეორე ოჯახი საქართველოში ადასტურებს, რომ ისინი ფლობენ შინაურ ცხოველს. შესაბამისად საკითხის გადაჭრისთვის ერთადერთი გზა არის მათი რეგისტრაცია. უკვე არსებობს, მომზადებულია ელექტრონული პროგრამა, ეს იგივე ელექტრონული პროგრამაა, რომელიც უკვე მუშაობს სხვა შინაურ ცხოველებთან მიმართებით მეორე მიმართულება, რა მიმართულებასაც კანონი არეგულირებს, ეს არის დამატებითი საპრევენციო ღონისძიება იმისთვის, რომ ჰიპერპოპულაცია, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის შინაურ ცხოველებთან მიმართებით შემცირდეს და გარდა რეგისტრაციისა ჩვენ სხვა საშუალებაც გვქონდეს იმისთვის, რომ ცხოველები აღარ გამრავლდნენ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების მიღება. შესაბამისად კანონის ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდგომ, ეს იქნება დაახლოებით ნახევარი წელი სავალდებულო გახდება ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სავალდებულო სტერილიზაცია-კასტრაცია. რაც კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული.
გარდა ამისა იქნება საშუალება და საგამონაკლისო წესი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გავამრავლოთ ცხოველები. ამისთვის იქნება ვალდებულება იმ დაწესებულებებისთვის ან იმ პირებისთვის რომლებიც ამრავლებენ ცხოველებს, როგორც კატებს და ძაღლებს, რომ გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში, და მათი გამრავლებული ცხოველები ყველა დარეგისტრირდეს და შევიდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში.
იქნება კიდევ საგამონაკლისო წესი სტერილიზაცია-კასტრაციის სავალდებულო მიდგომასთან დაკავშირებით. ეს არის საგამოფენო ძაღლები. ძაღლები, რომელთა სტერილიზაცია-კასტრაცია მათ ხარისხობრივ მაჩვენებელს ქვემოთ სწევს და ისინი გამოფენებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. მათი მეპატრონეებიც ვალდებულნი იქნებიან, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ცხოველები, როგორც საგამოფენო ძაღლები და ბუნებრივია მათი გამრავლების შემთხვევაში ასევე ნაყარიც უნდა დარეგისტრირდეს ბაზაში. საგამოფენო სტატუსს ასევე უნდა ადგენდეს შესაბამისი ჯიშიანობის ცნობა.
ასევე გამონაკლისად იქნება დაშვებული მეპატრონეების უფლება, რომ ერთჯერადად დარეგისტრირდნენ და მოითხოვონ სახელმწიფოსგან თანხმობა, იმისთვის, რომ საკუთარი ცხოველი გაამრავლონ. ოღონდ მხოლოდ ერთჯერადად და ბუნებრივია აქაც მკაცრად გაკონტროლდება ნაყარის იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის საკითხები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.