ალექსანდრე წულაძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ალექსანდრე წულაძე: „უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – გუშინ ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ამ განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია.
ვუსამძიმრებ და მძიმე წუთებში გულითად თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლეა – ეს ტრაგედია ჩვენთვის და სრულიად საზოგადოებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. სამძიმარს ვუცხადებ სკოლას, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს.“
სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა
23.07.2026.18:10
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.