ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა პირმა - საქართველოს საპენსიო ფონდი
2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია.
ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.
აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ინფორმაციას, საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
სხვა სიახლეები
Wizz Air-ი აბუ-დაბიში ფრენების აღდგენას გეგმავს
10.09.2026.12:06
Wizz Air-მა დუბაისა და აბუ-დაბიში დაბრუნების შესახებ მიანიშნა და განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს ორი ქალაქი, ასევე ჯედა და ამანი, ავიაკომპანიის მიმართულებების ქსელს უბრუნდება. ავიაკომპანია 12 მიმართულებით კვირაში 49 რეისს განახორციელებს.
„დუბაი, აბუ-დაბი, ჯედა და ამანი ბრუნდებიან 12 მიმართულებითა და კვირაში 49 რეისით. დაჯავშნეთ ახლავე!“ - განაცხადა ავიაკომპანიამ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.
ეს განცხადება შესაძლოა Wizz Air-ის სპარსეთის ყურის რეგიონში ოპერაციების გაფართოებას ნიშნავდეს. 2025 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ ადგილობრივად დაფუძნებული Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერაციები შეაჩერა და რეგიონული ერთობლივი საწარმო დატოვა.
Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერაციები ოფიციალურად 2025 წლის 1 სექტემბერს დასრულდა, ხოლო ბაზიდან ბოლო რეისები 31 აგვისტოს შესრულდა.