ამონასუნთქი ჰაერით ალკოჰოლური სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის ექსპერტიზა ₾100 ეღირება
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამონასუნთქი ჰაერით ალკოჰოლური სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის ექსპერტიზა განახლდება.
ექსპერტიზის ღირებულება 2023 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის N14-ე დადგენილების საფუძველზე 100 ლარით განისაზღვრა.
ბიუროს ცნობით, მომხმარებლები ექსპერტიზის ჩატარებას 24 საათის განმავლობაში, უქმე დღეების ჩათვლით, ბიუროს ოფისების შემდეგ მისამართებზე შეძლებენ:
შეგახსენებთ, რომ ამონასუნთქ ჰაერში ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრა ექსპერტიზის ბიუროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის გამოცხადების და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გატარებული ღონისძიების ფარგლებში დროებით შეჩერდა.
ამასთან, სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს ორგანიზმში ალკოჰოლის განსაზღვრის ექსპერტიზის ჩატარება, ასევე სისხლის ნიმუშის აღების მეთოდით, საქართველოს შსს-ს და შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით (2013 წლის 31 დეკემბრის N1017/01-52/ნ) განსაზღვრულ კლინიკებში შეუძლია.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.