მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7264.4
-0.0068
flag
AZN 1.5739
-0.0004
flag
CNY 39.318
0.0002
flag
EUR 3.1034
-0.0045
flag
GBP 3.5838
-0.001
flag
KZT 56.65
-0.0017
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6751
-0.0007
news banner

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა. 

სამინისტროს ინფორმაციით, პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: აჩინებული, აქტო, ბრიცა, ჰობი, Nuts Incorporated, ველინგტონი და ემელ ფუდ ჯორჯია, სტენდები. მათ გამოფენის სტუმრებს ქართული წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია წარუდგინეს, მათ შორის: ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი.

ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გიორგი ავალიანის განცხადებით აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ზრდის, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებისთვის.

საერთაშორისო გამოფენა „World of Private Label International Trade Show“, რომელიც 19-20 მაისს ჩატარდა, კერძო ეტიკეტის (Private Label) ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა. გამოფენა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კომპანია და სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა

21.05.2026.14:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეცვალა.

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით - გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა“ - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა