მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

ამჟამად ნიადაგის დაცვის კანონმდებლობის განახლების მიმართულებით ვმუშაობთ - გელა სამხარაული

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა.

გელა სამხარაულმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით პარლამენტის მუშაობაზე ისაუბრა და ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტაბილურ საკანონმდებლო გარემოს.

როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გამოწვევა მცირემიწიანობა და მეურნეობების დანაწევრებაა. მისივე თქმით, ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი „მწარმოებელთა ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობს. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მზადდება.

გელა სამხარაულის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ნიადაგის დაცვის საკითხია.

„ამჟამად ნიადაგის დაცვის კანონმდებლობის განახლების მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი ორი ძირითადი კანონი - „ნიადაგის დაცვის შესახებ" და „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" - 1994 და 2003 წლებშია მიღებული. ეს კანონები განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გარემოში შემუშავდა და ზოგიერთი დებულება დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ჩვენი მიზანია, არსებული კანონმდებლობა განახლდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უფრო მკაფიოდ განისაზღვროს პასუხისმგებლობები და ჩამოყალიბდეს ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი საფუძვლები", - განაცხადა გელა სამხარაულმა.

დისკუსიაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ საკანონმდებლო გარემოზე, მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და აგროსექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მსგავსი ფორმატი უმნიშვნელოვანესია აგრო სექტორის განვითარებისთვის - გიორგი სვანიძე

21.10.2026.09:37

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 32-ე დისკუსია „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები” გაიმართა.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი, სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. 

დისკუსიის „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობებზე. განხილვის მნიშვნელოვანი მიმართულებები იყო აგრობიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტიანობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და სექტორის მდგრადი განვითარების პერსპექტივები.

„მე ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია, ესეთი ფორუმები აგრო სექტორის განვითარებისთვის. თქვენ დღეს ნახეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები იყო გავლილი. მე ვფიქრობ, რომ თვითონ აგრო სექტორის და ნებისმიერი აგრო დარგის განვითარებისთვის ესეთი ფორუმები უმნიშვნელოვანესია, როგორც ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ასევე გაციფრულება  აგრო სექტორის, რომელიც შემდგომ ფერმერებს უფრო გაუადვილდება მისი პლანტაციის და ბაღის მოვლა, პროდუქციის აღრიცხვა, წარმოება და ა.შ. აგრეთვე, სამინისტროს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, თვითონ იმ პროექტების და პროგრამების, რაც დღეს არსებობს საქართველოში, „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველო“, ხელისშეწყობა, ის გრანტები, რაც დღეს ფერმერებს ეხებათ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის და დიდ როლს თამაშობს“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი

პარტნიორები - თეგეტა ჰოლდინგი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, ალდაგი, ტასჰაბი,  Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა