მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„შევეხები ნავსადგურებს. ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ე.წ ლენდლორდის მეთოდით ამ პორტის განვითარების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურას განავითარებს სახელმწიფო. მასზე საკუთრების უფლება ექნება სახელმწიფოს და შემდეგ ტერმინალები უკვე გადანაწილდება საოპერაციოდ სხვადასხვა პარტნიორზე, ქვეყანასა თუ კომპანიაზე. ამან გამოიწვია ინტერესის სერიოზული, ფუნდამენტური ზრდა ანაკლიის პორტის მიმართ, შესაბამისად, ეს იყო ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება. როცა ვსაუბრობთ ანაკლიაზე, მინდა ვახსენო, რომ ჩვენ 51 მლნ დოლარით შევამცირეთ კონტრაქტი, რომელიც იყო დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამუშაოებთან. 204 მლნ დოლარიდან 153 მილიონამდე შემცირდა კონტრაქტის ღირებულება. დავინახეთ, რომ იყო ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, ამაზე იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფოს დავუზოგეთ მთლიანობაში 50,9 მლნ დოლარი, ხელშეკრულების ოპტიმიზაციის შედეგად. ეს თანხა სავსებით საკმარისი იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის. ეს სამუშაოები აქტიურად წარიმართება. ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება და პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს, ჩვენი გეგმის მიხედვით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება.

„ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება. მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა ბაზრის კვლევა და თვის ბოლომდე უკვე გამოცხადდება ტენდერი, შესაბამისად, სატანადო ვადებში განხორციელდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.

ასევე, როდესაც საუბარია გაციფრულებაზე, ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც რკინიგზაში, გაციფრულდა სერვისები და გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. ამან ხელი შეუწყო ტვირთნაკადის ზრდას და ჩვენ რომ ვსაუბრობთ 30%-იან ზრდაზე ნავსადგურებში, მათ შორის, ეს არის ამის შედეგიც", - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა