მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40%-იანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20%-იანი ზრდა​, რაც ადასტურებს ახალგაზრდების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა.

„პროგრამა მოიცავს 364 დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ 3 400-ზე მეტ ვაკანსიას, რომელზეც გაკეთდა 55 800-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც უნიკალური იყო 5 600-ზე მეტი. 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების, კურსდამთავრებულების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, გამოიყენონ უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ გეგმას 106.7 მილიონი ლარით გადააჭარბა

05.10.2026.13:39

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებამ 106.1% შეადგინა - საკასო ხარჯმა 1 მილიარდ 859.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 106.7 მილიონი ლარით აღემატება.

9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1 მილიარდ 752.5 მილიონი ლარის ათვისება, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 859.2 მილიონ ლარი შეადგინა.

სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა:

• საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ — 1 მილიარდ 186.5 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 110%-ია;
• საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ — 415.4 მილიონი ლარი, რაც გეგმის 94%-ია;
• საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ — 250.2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112%-ია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა