მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია

news image
mbc image

თბილისის მერიის  აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემური საკითხების სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

 

„მიმდინარე წლის 15 მაისიდან გაეშვა აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, დააფიქსირონ კონკრეტული საკითხი, რომლის მოგვარებაც ხდება. მაგალითად, დაზიანებული სივრცის თუ დეტალის აღდგენა. სამწუხაროდ, ბევრია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეების აქტივობა მნიშვნელოვანია. 15 მაისიდან დღემდე, აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეების მხრიდან სულ დაფიქსირებულია 3 386 საკითხი. მათგან 1 880 - საგზაო ინფრასტრუქტურას ეხება, 272 - გარე განათების დაზიანებას, 282 - მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანებას, 952 - საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებას. საანგარიშო პერიოდში დასრულებულია 621 საკითხზე მუშაობა, რაც ამავე კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საგზაო ინფრასტრუქტურა - 414; გარე განათების დაზიანება - 41; მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანება - 59; საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება - 107. ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 1 652 საკითხზე, რაც კატეგორიების მიხედვით არის  გადანაწილებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ აღნიშნულ აპლიკაციაზე საუბრის დროს განმარტა სტატუსის - „დაყოვნებული“ მნიშვნელობა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ კონკრეტულ  საკითხებს ენიჭება. 

 

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დააფიქსირონ მხოლოდ აპლიკაციაში არსებული კატეგორიების შესაბამისი საკითხები, სხვა საკითხის არსებობის შემთხვევებში კი, მიმართონ ცხელ ხაზს.

 

„სისტემაში, მოქალაქეებმა შესაძლოა ნახონ, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ საკითხს მინიჭებული აქვს სტატუსი - „დაყოვნებული“, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით ვერ ხერხდება საკითხის მოგვარება. მაგალითად, თუ ბიუჯეტით მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი კონკრეტული ტერიტორიის რეაბილიტაცია ან საჭიროა ტენდერის გამოცხადება. ამ მომენტისთვის, „დაყოვნებულის“ სტატუსი აქვს 529 საკითხს, რაც კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული. „ფიქს თბილისში“ განსაზღვრულია კონკრეტული კატეგორიები, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ფიქსირდება 584 გაუქმებული საკითხი, რომელიც არ შეესაბამებოდა არცერთ კატეგორიას და მოქალაქეების მხრიდან აპლიკაციაში მათი შეყვანა არასწორად მოხდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა აპლიკაციაში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„გარკვეული დროის შემდეგ, შევძლებთ კატეგორიების დამატებას. შეიძლება ხარვეზებიც იყოს და ამასაც ვასწორებთ ეტაპობრივად. როდესაც პრობლემას ვაფიქსირებთ, უნდა შეესაბამებოდეს იმ კატეგორიებს, რომელიც აპლიკაციაშია მოცემული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც ჩართულია აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და გვეხმარება, რომ ჩვენს ქალაქზე ერთად ვიზრუნოთ.  ეს აპლიკაცია არის სწრაფი შესაძლებლობა, რომ პრობლემები მოგვარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა