აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები - გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე
აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.
„ჩვენ, გამგეობას აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მიმართა, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 სექტემბერს საქართველოში
24.09.2026.08:56
24 სექტემბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექი იქნება ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმას ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმაა. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც წვიმა იქნება, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიანი დღეა. დღისით +21 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზეა ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა გურჯაანშიც, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც მზიანი ამინდია, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.