მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

Aqualia-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება - დავით ნარმანია

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წამყვანი საერთაშორისო წყლის კომპანიის, „Aqualia“-ს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „გლობალური წყლის სამიტი 2026“-ში (Global Water Summit 2026), რომელიც 18-20 მაისს ესპანეთში, ქ. მადრიდში გაიმართა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამიტი წყლის ინდუსტრიაში წამყვანი ქსელური და სტრატეგიული ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსებისა და ტექნოლოგიების სექტორების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებს. 

გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარე „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიეგო ლაფუენტეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს „Aqualia“-ს მფლობელობაში არსებული შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

„მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის - „Aqualia“-ს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტში შესვლიდან დღემდე მოცულობითი ინვესტიციებია განხორციელებული თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების მოძველებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და სხვადასხვა სამუშაოების წარმოებისათვის, რათა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს წყლის მიწოდებისა და წყალარინების საკითხები.

კომპანია საქართველოში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას წყალმომარაგების სისტემის მართვის ტექნიკებისა და მეთოდოლოგიების კუთხით. „Aqualia“-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

24.07.2026.13:37

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,თბილისის აეროპორტი", დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა (წონა: 304 გრამი) და ვერცხლის (წონა: 551 გრამი) ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 139 694 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი ორი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით - 5389 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა