მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგრო სასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი. 

სონღულაშვილის თქმით, არსებობს ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგრო სასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

„პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგრო სასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს ადგილობრივ მწარმოებლებს, ერთის მხრივ, გაიზარდოს აგრო სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და, მეორე მხრივ, მოხდეს ფასების კლება, რაც ჯამში, აუცილებლად აისახება პოზიტიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა.

როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, პირველადი ინფორმაციით არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ ქსელურ მარკეტებში.

კომისიის სხდომას ადგილობრივი წარმოების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

11.06.2026.17:56

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წერილობით მიმართა შპს “სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს” სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.

სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დღეიდან დაიწყება.

მიმდინარე წლის 9 ივნისს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა გაზგამანაწილებელი კომპანიის - შპს “მამედის” თვითნებური და კანონთან შეუსაბამო ქმედებების გამო. შპს “მამედი” წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატ კომპანიას, რომელიც ბუნებრივ გაზს ანაწილებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში. თვეების განმავლობაში შპს “მამედი” არ ასრულებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც შპს “მამედს” 600 ათას ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნულის შედეგად, შპს „მამედს“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

სემეკი უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე, რათა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა