არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია - ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებულისახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულსახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია
ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილებადა აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებულისუროგაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებსგანუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესწავლილი იქნა განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება დაამის საფუძველზე იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
„მე მოვისმინე ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ, რომელიც არსებობდა და უკავშირდება სუროგაციისსაკითხებს. ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოებისგამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არისდაშვებული სუროგაცია. ჩვენ მიდგომა შევცვალეთ, ასევე სხვა, ჰიბრიდული მაგალითებიც დავამუშავეთდა მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ჩაიკეტოს და აეკრძალოთ უცხოელ მოქალაქეებსსაქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად. იმიტომ, რომ უკონტროლოდ ხდება ესპროცესი, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით. ხდება ბავშვების გაყვანა და ძალიანბევრი რისკები ახლავს ამ პროცესს. ჩვენ არ ვიცით, ეს ბავშვები სად მიჰყავთ, რა მიზნით მიჰყავთ და ა. შ. ძალიან ბევრი კითხვები არსებობს. ამიტომ, ეს კითხვები რომ დავაზღვიოთ, იმიტომ, რომ ჩვენიმანდატი არ ვრცელდება ამ ბავშვებზე, მათ მომავალზე, ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით. ამიტომ,გამოვედით ინიციატივით, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოსმოქალაქეებისთვის. ძალიან ბევრი წყვილი მიმართავს ამ მეთოდს და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორიგადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი განიხილავს და მხარს დაუჭერს აღნიშნულკანონპროექტს", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.