მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

ამ ეტაპზე, სხვადასხვა მონაცემით, საერთაშორისო ბაზრებზე გასატანი დაახლოებით 1000 ტონაზე ოდნავ მეტი პროდუქცია რჩება - მინისტრის მოადგილე

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ატმისა და ვაშლატამას მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ, სადაც მიმდინარე საექსპორტო სეზონი შეაჯამეს და სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საექსპორტო ბაზრებზე მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდების აუცილებლობას და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასევე, იმსჯელეს მოსავლიანობის ზრდის, დაბალპროდუქტიული ჯიშების ჩანაცვლების, მოძველებული ბაღების განახლებისა და მაღალი ხარისხის ნერგებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე.

„ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, სხვადასხვა მონაცემით, საერთაშორისო ბაზრებზე გასატანი დაახლოებით 1000 ტონაზე ოდნავ მეტი პროდუქცია რჩება. მთლიანობაში, სეზონი წარმატებით მიმდინარეობდა. იყო გარკვეული შეფერხებები, თუმცა, საბოლოო შედეგებით, როგორც რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, ისე მიღებული ფასი დამაკმაყოფილებელია. ამავე დროს, სეზონმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის მთავარი აქცენტი პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაზე უნდა გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები დაიგეგმოს, რაც ფერმერებს წარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარება და ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

2026 წლის 1 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 22.8 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 28.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი 1.23 აშშ დოლარი იყო. ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი - 21 468 ტონა, სომხეთი - 883 ტონა, უკრაინა - 259 ტონა და ბელარუსი - 178 ტონა. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ორი პროექტი განხორციელდება - კახა კალაძე

18.11.2026.12:21

სოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორი მიმართულებით მუშაობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებს ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაპირდნენ.

„როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, საინიციატივო ჯგუფთან, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა, იყო წყალარინების ქსელის არარსებობა. ზოგიერთ ქუჩაზე არსებობს ქსელი, მოსახლეობის ნაწილს კი პრობლემა აქვს. ჩვენ ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარებას დავპირდით. მოსახლეობის იმ ნაწილის ცენტრალიზებულ წყალარინების სისტემაზე დასაერთებლად, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურებით ვერ სარგებლობს, კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მომდევნო წლის მარტში ასევე დაგეგმილია არსებული წყალარინების ცენტრალური მილსადენის დიამეტრის გაზრდა, რაც ქსელის გამტარუნარიანობას გააძლიერებს.

„აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სოფელ დიდ ლილოში გაფართოვდება წყალარინების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა