მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა - პაატა კვიჟინაძე

news image
mbc image

„აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარე აუდიტის „დიდი ოთხეულიდან" უპირობო დასკვნას იღებს. სამსახურის წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა მას საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი ანდეს", - განაცხადა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ევროპაში კი აუდიტის სამსახურს ოპოზიციაც და უმრავლესობაც ერთნაირად უფრთხილდება.

„ევროპაში აღნიშნავენ, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტის „თვალებია". აუდიტის სამსახურს ასეულობით აუდიტორი ჰყავს, რომლებიც ფინანსებს ამოწმებენ და დასკვნას დებენ. ეს დასკვნა თქვენ, ოპოზიციას გჭირდებათ. გვჭირდება ჩვენ, მთავრობას სჭირდება და აუდიტის სამსახური სრულყოფილად უნდა მუშობდეს. საქართველოს აუდიტის სამსახური, რომელიც გერმანულ მოდელს ეფუძნება, რეკომენდაციებს გასცემს და მას სადამსჯელო ფუნქცია არ გააჩნია", - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.

დღეს პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში განიხილა და ცნობად მიიღო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

25.06.2026.18:41

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

საკითხი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით წესრიგდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შემოდის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ცნებები და შესაბამისი სანებართვო რეჟიმი. განისაზღვრება აღნიშნული ნებართვების გაცემის პირობები, მოქმედების ვადა, სანებართვო მოთხოვნები და საქმიანობის კონტროლის მექანიზმები.

ამასთან, დგინდება, რომ საერთაშორისო ორგანიზების ფარგლებში გამართულ თამაშობებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დაუშვებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა