მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ პროექტში აუცილებელია მესაკუთრეების 100%-იანი თანხმობა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა და დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი სიკეთე და არანაირ საფრთხესთან არ იყო დაკავშირებული | გიორგი ტყემალაძე

news image
mbc image

ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ. 

მისი თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესში ამხანაგობის 100%-იანი თანხმობაა საჭირო.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტით სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლები ისარგებლებენ და 57 ოჯახი შეძლებს უკეთეს პირობებში ცხოვრებას. 

„დაახლოებით 17 ასეთი მიმდინარე პროექტი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დინამიკაა მზარდი. ამ პროექტში აუცილებელია მესაკუთრეების 100%-იანი თანხმობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიდან იყო გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა და დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი სიკეთე და არანაირ საფრთხესთან არ იყო დაკავშირებული. ამ წარმატებულმა პროექტებმა ნამდვილად გააჩინა ნდობა მოსახლეობას, ინვესტორსა და მუნიციპალიტეტს შორის და ეს მზარდი დინამიკა ამის დასტურია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

მისი თქმით, დედაქალაქში კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა დაუმთავრებელი მშენებლობები. 

„დაახლოებით 10 ათასი ოჯახი არის თბილისის მერიის მხრიდან დაკმაყოფილებული სხვადასხვა პროექტში სხვადასხვა ინვესტორების პრეფერენციების გაცემის პირობებით იმისთვის, რომ დაზარალებული ადამიანები დაკმაყოფილებულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს, რომ ჩანაცვლების პროგრამას გარკვეული შეფერხებები ჰქონდა თავიდან ნდობასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ეტაპზე ძალიან მზარდი დინამიკაა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N1-ში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობის ადგილზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი

16.09.2026.20:13

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.

მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა