მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

ავიაკომპანია Fly Dubai ინციდენტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

news image
mbc image

ავიაკომპანია Fly Dubai ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა რეისს დროებით აჩერებს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი თვითმფრინავის მეორე პილოტის მიერ ლაინერის ჩამოგდების მცდელობის გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს, იუწყება ისრაელური მედია.

„ფრენების დროებით შეჩერება შესაბამის უწყებებს საშუალებას მისცემს, გამოძიება გააგრძელონ და მომხდართან დაკავშირებული ყველა გარემოება დაადგინონ“, - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ავიაკომპანია სრულად უჭერს მხარს მიმდინარე გამოძიებას და მთელი თავისი მარშრუტების ქსელში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ ორგანოებსა და აეროპორტების წარმომადგენლებთან. ფრენების შეჩერების საკითხს დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად გადავხედავთ“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გუშინ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენისას თვითმფრინავმა ჯერ საერთაშორისო საგანგებო სიგნალი (კოდი 7700), მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო ჩარევას ნიშნავს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ავიაკომპანია Fly Dubai ინციდენტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

01.10.2026.09:55

ავიაკომპანია Fly Dubai ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა რეისს დროებით აჩერებს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი თვითმფრინავის მეორე პილოტის მიერ ლაინერის ჩამოგდების მცდელობის გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს, იუწყება ისრაელური მედია.

„ფრენების დროებით შეჩერება შესაბამის უწყებებს საშუალებას მისცემს, გამოძიება გააგრძელონ და მომხდართან დაკავშირებული ყველა გარემოება დაადგინონ“, - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ავიაკომპანია სრულად უჭერს მხარს მიმდინარე გამოძიებას და მთელი თავისი მარშრუტების ქსელში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ ორგანოებსა და აეროპორტების წარმომადგენლებთან. ფრენების შეჩერების საკითხს დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად გადავხედავთ“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გუშინ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენისას თვითმფრინავმა ჯერ საერთაშორისო საგანგებო სიგნალი (კოდი 7700), მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო ჩარევას ნიშნავს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა