მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ავტოსკოლების მომხმარებლებს შესაძლოა, სპეციალური ნებართვის გარეშე გამოცდაზე გასვლა შეეზღუდოთ - გიორგი ბერიშვილი

news image
mbc image

სექტემბრიდან შესაძლოა, ავტოსკოლების მომხმარებლებს შესაბამისი ნებართვის გარეშე, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა შეეზღუდოთ. 

როგორც Business Insider Georgia-ს ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა, სექტემბრიდან ლიცენზირებულ სკოლებზე კონტროლი მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა ვალდებული იქნება მომხმარებელს მთლიანი კურსი გაატაროს და ამის შემდეგ მისცეს გამოცდაზე დაშვების უფლება. ხოლო რაც შეეხება მთლიან კურსს, მასალის მოცულობა განისაზღვრება და სავალდებულო კურსების რაოდენობა ოფიციალურად გაიწერება.

Business Insider Georgia- ს მიერ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღებიდან) - 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში, “B” და ”BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (რეალურ საგზაო მოძრაობაში გამოცდის ჩატარება)  24 521 პირი დაუშვეს, აქედან უარყოფითი შეფასება მიიღო: 11 659, ხოლო დადებითი შეფასება 12 822 პირმა.

ანუ რეალურად გამოცდა ვერ ჩააბარა და ჩაიჭრა 48%-ი. ასეთ პროცენტულ მაჩვენებელს კი „არტ დრაივის“ დამფუძნებელი ფინანსებით ხსნის და აცხადებს, რომ „ეს მაინც ფინანსებთანაა კავშირში. ყველას გონია, რომ სამ გაკვეთილში, ანუ სამ გაკვეთილს გაივლიან ქალაქში და ჩააბარებენ“.

„როდესაც ჩვენთან მომხმარებელი მოდის გვეუბნება, რომ გვინდა სწავლა და რამდენ გაკვეთილში ვისწავლი? ჩვენ ხომ წინასწარ არ ვიცით, რადგან ყველას სხვადასხვა უნარები აქვს და გარკვეული სტატისტიკა ვერ დავადგინეთ. აქედან გამომდინარე გაივლიან ქალაქში 3-4 გაკვეთილს და ჰგონიათ, რომ იციან. ჩვენ არ ვაძლევთ რეკომენდაციას, მაგრამ ეს ადამიანები გამოცდებზე მაინც გადიან. ჩვენ ვერ ვიჭერთ, იქიდან გამომდინარე, რომ ავტოსკოლებს ამ ეტაპზე შესაბამისი ძალაუფლება არ გვაქვს. ავტოსკოლას დღეს არ აქვს ვალდებულება, რომ მომხმარებელს კონკრეტული კურსი უნდა გაატაროს“, - აცხადებს  „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა