მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ავტოსკოლებისა და ინსტრუქტორების კვალიფიკაციას არავინ არ აკონტროლებს - „არტ დრაივის“ დამფუძნებელი

news image
mbc image

„ინსტრუქტორებმა ავტომობილის მართვა იციან, თუმცა მოსწავლეებს ქუჩაში წესებისა და შესაბამისი ნიშნების გამოყენებით გადაადგილებას არ ასწავლიან. ბევრი თვითნასწავლი ინსტრუქტორია და ამ საკითხს საქართველოში არავინ არ აკონტროლებს“, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით ძალიან ბევრი თვითნასწავლი ინსტრუქტორია და ამ პროცესს არავინ არ აკონტროლებს.  გიორგი ბერიშვილი  Business Insider Georgia-თან მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე ჩაჭრის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად, ინსტრუქტორების დაბალ კვალიფიკაციასთან ერთად, ფინანსურ საკითხსაც უკავშირებს. 

„რადგან პრაქტიკული გაკვეთილები გაძვირდა, მოსწავლეებს სამი გაკვეთილის გავლის შედეგად სურთ მართვის მოწმობის აღება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 15 პრაქტიკული გაკვეთილია საჭირო. ერთი პრაქტიკული გაკვეთილის ფასი შესაბამისი პაკეტის არჩევისას 40-დან 50-ლარამდეა“, - ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.  

გიორგი ბერიშვილი ამბობს, რომ მართვის მოწმობის ასაღებად სასწავლო კურსის ხარისხზე პასუხისმგებლობა ავტოსკოლებს უნდა დაეკისროთ. „თუ გვაქვს ლიცენზია და კონკრეტული სასწავლო პროგრამა, მაშინ ეს მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. დღეს არავინ ამოწმებს ავტოსკოლა 5 გაკვეთილს ატარებს თუ 15“, - ამბობს გიორგი ბერიშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 7299 მართვის მოწმობა გაიცა.

მონაცემების თანახმად, მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, პაკისტანის, ისრაელის, აშშ-ის და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.

ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

Business Insider Georgia- ს მიერ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღებიდან) - 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში, “B” და ”BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (რეალურ საგზაო მოძრაობაში გამოცდის ჩატარება)  24 521 პირი დაუშვეს, აქედან უარყოფითი შეფასება მიიღო: 11 659, ხოლო დადებითი შეფასება 12 822 პირმა.

ანუ რეალურად გამოცდა ვერ ჩააბარა და ჩაიჭრა 48%-ი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა