აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია.
2026 წლის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 40 978 განაცხადი.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.geარსებული ჩანართი „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრაცია“ https://rs.ge/gamblingRestriction
ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, გაიაროს იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის დისტანციური სერვისით. მონაცემების შეტანამდე პირს დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია რეესტრში მონაცემების ასახვისა და შემდგომ მისი ამოღების წესებისა და პირობების შესახებ.
თუ უკვე გააქტიურებული გაქვთ პირადი ელექტრონული გვერდი პორტალზე - eservices.rs.ge შესაძლებელია ავტორიზაციის გზით წარადგინოთ განცხადება დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე.
დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა, ასევე შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტით.
სხვა სიახლეები

04.05.2026.12:21