Azimuth-ის საჰაერო ხომალდს ანტალიის აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის საჰაერო ხომალდს ანტალიის აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა. ირკვევა, რომ ხანძრის ხანძრის ჩაქრობა უმოკლეს ვადაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, Sukhoi Superjet 100-ის ძრავს ცეცხლი ე.წ. ხისტი დაშვების გამო გაუჩნდა, რაც თავის მხრივ ძლიერმა ქარმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ Azimuth-ი რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოშიც ასრულებს ფრენებს.
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
06.07.2026.18:37
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.