მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

news image
mbc image

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო. 

BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. კონკურსს წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.

კონკურსი დღეიდან იწყება და განაცხადების მიღება 2026 წლის 10 ნოემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად BARTA-ს კონკურსი წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას. ხოლო, საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს, სავაჭროდ დაშვებული კომპანიების ჩათვლით,  თვით წარდგენა დასჭირდებათ. 

2027 წლის თებერვალში დაჯილდოების ცერემონიაზე 8 საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. BARTA კომპანიების ანგარიშებს ოთხ ძირითად კატეგორიაში შეაფასებს: მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები. წელს პირველად, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური და არაფინანსური კატეგორიები გაიყო, რის შედეგადაც თითოეულში ცალკე გამარჯვებული გამოვლინდება. დამატებით, კონკურსში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგება. 

წელს პირველად BARTA აწესებს ახალ ნომინაციას - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო“, რომელიც  გამოავლენს საუკეთესო მმართველობის კუთხით კომპანიას, რომელიც ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

ასევე, BARTA აწესებს სპეციალურ ნომინაციას - „ჟიურის რჩეული“, რომლის შერჩევა ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება და წევრებს მისცემს მოქნილობას აღიაროს კომპანია, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი მიღწევები, ინოვაცია, არსებითი პროგრესი ან გამჭვირვალობისადმი ერთგულება.

BARTA ასევე გამოავლენს საუკეთესო დებიუტანტ კომპანიასაც. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს BARTA-ს კონკურსში პირველად მონაწილე კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. 

BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

01.10.2026.13:09

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა