ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ მსურველებმა წინადადებები 8 ივნისის, 13:00-მდე უნდა წარუდგინონ.
„სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული, აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარს შეადგენს.სარგებლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით გადაეცემა.
დღემდე ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა (რომელსაც UEFA-ს უმაღლესი, IV კატეგორიის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული) საერთაშორისო მასშტაბის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა:
UEFA-ს 21 წლამდელთა 5 მატჩი;
მსოფლიოს რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ჩატარებული არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული მატჩი.
2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სტადიონი უპრეცედენტო ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს. სამომავლოდ, ასევე არაერთ პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიება იგეგმება.
2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სტადიონის კომერციულ სახელწოდებად „აჭარაბეთ არენა“ განისაზღვრა, 2026 წლის ივლისის ბოლოს იწურება. ახალი აუქციონის გამოცხადების გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადების და პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
წესები და პირობები, საკონტაქტო და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
„საქართველოს ფოსტა “დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს
25.05.2026.12:50
2026 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს. კომპანიის პავილიონში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, დაათვალიერონ თემატური ექსპოზიციები და ჩაერთონ სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობაში.
მთელი დღის განმავლობაში „საქართველოს ფოსტა“ სტუმრებს მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებს. აღნიშნულ სივრცეში მოქალაქეებს დახვდებათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო სივრცე, 26 მაისის თემატური ინსტალაციები, საფოსტო საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო კონსტრუქციები, კალიგრაფისტის კუთხე, საბავშვო გასართობი სივრცე და ასევე, საფოსტო სამოსში გამოწყობილი „ფოსტალიონები “.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობრძანებულ სტუმრებს ასევე დახვდებათ სპეციალურად მოწყობილი სივრცეები, სადაც შეძლებენ უცხო ადამიანებს წერილობით გაუზიარონ თავიანთი ფიქრები და ასევე, მათთვის სასურველ ადრესატებს გაუგზავნონ წერილები ღია ბარათების მეშვეობით.
„საქართველოს ფოსტა“ ყველა მოქალაქეს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული სიამაყის დღეა, ეს თარიღი გვახსენებს იმ ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს!