მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიუჯეტს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის ქვათაცვენისგან დაცვა 4 424 000 ლარი უჯდება

news image
mbc image

თბილისის მერია, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობასა და კლდის წმენდაში 4424000 ლარს გადაიხდის. ირკვევა, რომ აღნიშნული სამუშაოების მოკლე ვადაში არ ჩატარება საფრთხეს უქმნის საავტომობილო გზას, მგზავრებს, ავტომობილებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადაუდებელი აუცილებლობა გამოიწვია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდიდან ქვათაცვენის გააქტიურებამ, რისთვისაც საკმარისი არ არის მხოლოდ ჩამოშლილი მასის გატანა. დიდი ზომის ქვების ჩამოცვენამ დაარღვია ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას.

ყოველწლიურად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური მოწყობილი ბადის მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საშუალებით. რაც გულისხმობს ფარდის პრინციპით მოწყობილი ბადის ქვეშ ჩამოშლილი მასის გატანას. ჩამოშლილი ქვების ზომების წინასწარ გათვალისწინება და ბადის დაზიანების გათვლა შეუძლებელია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, მოვლა-პატრონობის ნაწილში 2023 წლის 14 აგვისტოს დაიწყო კლდიდან ჩამოშლილი მასის მორიგი გაწმენდის სამუშაოები. ქვათაცვენის ინტენსივობამ მოიმატა და 17 აგვისტოს ადგილი ქონდა დიდი ზომის ქვათა ცვენას, რამაც დაარღვია ფარდის პრინციპით მოწყობილი ბადის მთლიანობა. ამ დრომდე მიმდინარეობის ნაწილობრივი ჩამოწმენდის და სავალ ნაწილთან გამყოფ ზოლზე დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოების დაახლოებით 200 გრძ.მ სიგრძის მონაკვეთზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა ფასთა გამოკითხვა ზემოაღნიშნულ მონაკვეთში კვლევა-პროექტირებისა და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის (ჩაანკერების პრინციპით) სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.

„ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საავტომობილო სავალ ნაწილს, გასწვრივ ესაზღვრება კლდე, რომელსაც აქვს პრობლემური მონაკვეთები ქვათაცვენის თვალსაზრისით. წლების წინ კლდის რამდენიმე მონაკვეთში მოწყობილი იქნა ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები ფარდის პრინციპით და რეგულარულად ხდება კლდის ძირში ჩამოცვენილი მასისგან გაწმენდა და დაკვირვება.
მშენებლობის გამოცდილების პრაქტიკის მიხედვით, ეროზიის ბაზისის ქვევით, ზედაეოცენური ქვიშაქვები და არგილიტები, ბუნებრივი ტენიანობის პირობებში, მონოლითური და ძალიან მაგარია და განეკუთვნებიან კლდოვანი ქანების კატეგორიას. ზედაპირზე გაშიშვლებისას, ქანები საკმაოდ სწრაფად იფიტებიან, გამოფიტვის პროცესში ხდება მათი დაშრეება და თაბაშირით გამდიდრება. განსაკუთრებით სწრაფად იფიტებიან არგილიტები და სუბარგილიტები, რომლებიც გაშრობისას ძალზე სწრაფად იფიტებიან და გარდაიქმნებიან ღორღად და ხვინჭად.
გეოდინამიკური პროცესებისადმი დაქვემდებარების მხრივ, წარმოდგენილი ქანები ძლიერ დისლოცირებულია და გართულებულია ტექტონიკური აშლილობებით. მათი სიმტკიცე და მდგრადობა დენუდაცია-ეროზიისადმი და მეწყრულ-გრავიტაციული პროცესებისადმი მთლიანობაში დაბალია, რაც ნათლად აისახება გეოდინამიკური პროცესების ფართო განვითარებაში.
ბოლო პერიოდში ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა და ასევე იმატა ჩამოცვენილი ქვების ზომებმა. შესაბამისად, დიდი ზომის ლოდებმა დაარღვიეს წლების წინ მოწყობილი ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას. მოვლა-პატრონობის ნაწილში მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა, მაგრამ სახეზეა ქვათაცვენის ინტენსივობის მატება. საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კლდის ამ მონაკვეთის დეტალური კვლევა და პარალელურად მათ მონაცემებზე დაყრდნობით მოეწყოს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ჩაანკერების პრინციპით“, აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გათავსებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა