მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

BIZU-მ ბაზარზე საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ორი შემთხვევა გამოავლინა

news image
mbc image

ქართული სამკაულებისა და აქსესუარების კომპანია BIZU აცხადებს, რომ ბაზარზე საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა. კომპანიის ინფორმაციით, დარღვევა უკავშირდება BIZU-ს კუთვნილი დიზაინების უკანონო მითვისებას, მათ წარმოებასა და კომერციულ რეალიზაციას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას.

BIZU-ს განმარტებით, საქმე სამართლებრივ ფორმატში გაგრძელდება, ხოლო დარღვევაში მონაწილე კომპანიებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ სამართლებრივი პროცესის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საზოგადოებას ოფიციალურად მიაწვდის ინფორმაციას იმ ორი კომპანიის შესახებ, რომლებმაც, BIZU-ს პოზიციის მიხედვით, დაარღვიეს მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. აღნიშნული ინფორმაცია გასაჯაროვდება მხოლოდ საქმის დასრულებისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ.

BIZU ხაზს უსვამს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თანამედროვე ბიზნესგარემოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია და მომავალშიც გააგრძელებს საკუთარი დიზაინებისა და შემოქმედებითი ნამუშევრების დაცვის მიზნით ყველა კანონით გათვალისწინებული მექანიზმის გამოყენებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

09.11.2026.12:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა