მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.

ბოლნისის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს გერმანული დასახლების ისტორიული არეალის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. 
დაგეგმილია ისტორიულ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების, ქუჩების და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება, საინჟინრო ქსელების, გარე განათების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება. 

ცენტრალურ პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.

პარკის და ისტორიული არეალის განვითარების ფარგლებში იგეგმება , ასევე, გარე განათების, საინფორმაციო მანიშნებლების, წყლის ობიექტების, შადრევნების, სარწყავი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობა. პროექტი ასევე მოიცავს წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე სისტემებისა და ელექტრომომარაგების ქსელების განახლებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული ტურიზმის განვითარებას. დაგეგმილია არქეოლოგიური ძეგლების, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და გერმანული დასახლების ერთიან ტურისტულ მარშრუტში გაერთიანება, რაც ბოლნისს კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებასაც. ისტორიული გერმანული მარნების ფუნქციური აღდგენა და მათი დაკავშირება ბოლნური მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასთან ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას.

მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ქალაქ ბოლნისში შეიქმნება ახალი საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი და წარმოჩინდება ქალაქის უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ

12.08.2026.13:42

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული სწავლების ფარგლებში უშუალოდ საწარმოო გარემოში იღებენ პროფესიულ გამოცდილებას, ეცნობიან თანამედროვე სამთო-მოპოვებით და გადამამუშავებელ ტექნოლოგიებს და უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას რეალურ სამუშაო პროცესებთან აკავშირებენ. წლევანდელი საზაფხულო სკოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ პროექტი პირველად გასცდა ერთი უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის ფორმატს და მასში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა ქართული უნივერსიტეტების და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ჩაერთნენ. ჩვენი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თანამედროვე საინჟინრო განათლება სულ უფრო მეტად ეფუძნება არა მხოლოდ კონკრეტული უნივერსიტეტისა და კონკრეტული დარგის ცოდნას, არამედ სხვადასხვა აკადემიური სკოლის, პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ. სტუდენტური მხარდაჭერის პროექტი, რომელიც „არემჯის“ ინიციატივით და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით უკვე მერვე წელია ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ საწარმოო გარემოში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო ფორმატში იმართება. ქართველ სტუდენტებთან ერთად პროგრამაში გერმანელი, ხორვატი და ეგვიპტელი სტუდენტებიც ჩაერთნენ, რომლებიც საქართველოში ევროპული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის - TIMREX-ის (T-Shaped Master Programme for Innovative Mineral Resource Exploration) ფარგლებში იმყოფებიან.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებისა და ინდუსტრიასთან უშუალო კავშირის თვალსაზრისით. თამარ წერეთლის თქმით, საზაფხულო სკოლაში სტუდენტები პროფესიული ინტერესებისა და სპეციალიზაციის შესაბამისად ნაწილდებიან. პრაქტიკული სწავლება მოიცავს გეოლოგიას, რესურსულ გეოლოგიას, გეოტექნიკას, სამარკშეიდერო საქმეს, მიწისქვეშა სამთო მოპოვებას, მადნის გამდიდრებასა და ქიმიურ ტექნოლოგიებს.

„ჩვენი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, პროფესიულ გარემოში იმუშაონ არა მხოლოდ ქართველ, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად. ასეთი გამოცდილება აფართოებს მათ პროფესიულ ხედვას, ხელს უწყობს განსხვავებული მიდგომების გაცნობას და უვითარებს გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო პროფესიულ გარემოში კომუნიკაციის უნარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, სადაც აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჭირდება ისეთი საინჟინრო განათლების სისტემა, რომელიც სტუდენტს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ შესაძლებლობასაც, რომ ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს და თანამედროვე ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს სწავლის პროცესშივე გაეცნოს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის „არემჯის“ საზაფხულო სკოლა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა.

ამასთანავე, პროექტის საერთაშორისო ფორმატში გადასვლა კიდევ უფრო აძლიერებს მის საგანმანათლებლო ღირებულებას. ჩვენი პარტნიორობა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა TIMREX-თან და საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, სტუდენტური პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას. მომავალი წლიდან საზაფხულო სკოლაში ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული სამთო-გეოლოგიური განათლების და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.

მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ვფიქრობთ, შეძენილი გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს და უზრუნველტოფს ახალი თაობის ისეთი ინჟინრების მომზადებას, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სამთო-გეოლოგიურ და საინჟინრო სივრცეში“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი TIMREX-ის პარტნიორი ინსტიტუციაა. TIMREX მინერალური რესურსების ინოვაციური კვლევის მიმართულებით შექმნილი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ევროპის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტსა და ინდუსტრიულ ორგანიზაციას აერთიანებს. პროგრამის პარტნიორ ინსტიტუციებს შორისაა: მისკოლცის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია), ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი) და ლულეოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა