მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

news image
mbc image

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. 

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, უახლოეს პერიოდში, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაიწყება. 

ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბორჯომში მცხოვრებ დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი სრულად გადაიჭრება. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. 

ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

21.08.2026.12:15

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა. ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდებმა შეისწავლეს ქობულეთის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივი რესურსები, ტურისტული პროდუქტები, ბილიკები, სერვისები და ინფრასტრუქტურა. გარდა თეორიული სწავლებისა ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული, საველე გასვლები დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში, სადაც ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობის საშუალება ჰქონდათ. თეორიულ-პრაქტიკული კურსის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგ-კურსის მონაწილე გიდებს შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ ბარმენებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, მზარეულებს, მიმტანებს და დამწყებ გიდებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული ტრენინგები მზარეულებისთვის, რომლის ფარგლებშიც აჭარის მუნუციპალიტეტებში 90-მდე მზარეული გადამზადდა. დიდი ინტერესი გამოიწვია დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანმა ტრენინგ-კურსმაც.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა