მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები - ოთარ შამუგია

news image
mbc image

3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიამ გააკეთა. 

მინისტრმა თქვა, რომ  ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევებში არის შეუძლებელი. 

„სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება. ეს ეხება თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე, წყლის შეგუბების ფაქტების გავრცელებას. ასევე, კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე თითქოს რეინჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ სტიქიის შესახებ, ბევრი არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში. ამ მძიმე ვითარებაში ეს კიდევ უფრო ამძიმებს ფონს და კატეგორიულად მიუღებელია. სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა მოხდა 3 აგვისტოს შოვში. სწორედ ამიტომ სტიქიის მოხდენისთანავე, ჩვენი სპეციალისტები გაემგზავრნენ ადგილზე და ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ კვლევის სამუშაოებს. რამდენჯერმე მოხდა ვერტმფრენის გამოყენებით დათვალიერება მთელი ხეობის, 24 საათის განმავლობაში ყველა მონაცემის დამუშავებას ახორციელებდნენ, დღეს უკვე გვაქვს ამ კვლევის პირველადი შედეგები. დასკვნის დეტალებზე სპეციალისტები ისაუბრებენ, ერთი რამ, რაც დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევებში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა