ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებს შეხვდა
25.05.2026.18:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის დამფუძნებელს ჯანკარლო დევაზინის, აღმასრულებელ დირექტორს პაოლო არდოინოს და ვიცე-პრეზიდენტს მარკო დელ ლაგოს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი.
შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ნათია თურნავამ Tether-ის წარმომადგენლებს გააცნო სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივის სექტორისთვის შექმნილი თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა.
კომპანია Tether-მა, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ლიდერია და 200 მლრდ დოლარამდე აქტივებს ფლობს, დღეს საქართველოში საკუთარი საქმიანობისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.