მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.4
-0.0122
flag
AZN 1.5518
-0.0003
flag
CNY 38.818
0.0013
flag
EUR 3.014
0.0031
flag
GBP 3.5354
0.0116
flag
KZT 56.45
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6376
-0.0008
news banner

ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციების დონე მშპ-სთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად.

„2021-025 წლებში ინვესტიციების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 6%-ზე მაღალია საშუალოდ, რაც ერთ-ერთი გამორჩეული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სწორედ საინვესტიციო მიმზიდველობა და ინვესტიციების შემოდინება, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს თავიანთ შეფასებებში ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მოლოდინია, რომ ინვესტიციების მძლავრი შემოდინება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

„აღნიშნულის დასტურია ის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომელთა განხორციელებაც აქტიურ ფაზაშია. მათ შორის გამოვყოფდი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს, ენერგეტიკის სექტორს, საავიაციო მიმართულებას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ ველოდებით მსხვილი ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში მომავალ წლებში", - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა

09.07.2026.20:28

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი.

საავიაციო სკოლა „მიმინო" გახდა პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზემსუბუქი თვითმფრინავის (მე-2 კლასი) ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მაძიებელ პილოტებს მოამზადებს. სერტიფიცირების პროცესში სააგენტომ შეისწავლა სასწავლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შეამოწმა სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობა და დაადგინა მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.

პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნები 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სააგენტოს მიერ, განისაზღვრა ინსტრუქტორთა მომზადების შესაბამისი სტანდარტი, ინსტრუქტორის საფრენოსნო გამოცდილების მოთხოვნები, ასევე კრიტერიუმები ინსტრუქტორთა სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პედაგოგიური რესურსის მიმართ.

განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ინსტრუქტორთა მომზადება და გადამზადება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში. ინსტრუქტორები კი, თავის მხრივ დამოუკიდებლად ახდენენ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ფრენის სურვილის მქონე პილოტ-კურსანტების სწავლებასა და მომზადებას. ცვლილება ხელს უწყობს ცოდნის სტანდარტიზაციას, რაც პირდაპირ აისახება ფრენების უსაფრთხოებაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა