ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები - ვახტანგ ცინცაძე
ჩენდლერის ინსტიტუტის „კარგი მთავრობის ინდექსი 2026"- ში საქართველომ გლობალურად, 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რეიტინგში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელიც საქართველოს აქვს ეფექტიანი მმართველობის, ასევე იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც აუმჯობესებს, ზოგადად, როგორც ქვეყნის, ასევე მიწოდებული სერვისების ეფექტიანობას.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას (მოლდოვა, ალბანეთი, უკრაინა, სერბეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ასევე, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს (უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი). ქვეყნის შეფასება განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი მიმართულებებით: „მიმზიდველი ბაზარი," „ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება" და „ჯანსაღი კანონები და პოლიტიკა"
ამასთან, 2026 წელს გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა შემდეგ ინდიკატორებში: პოლიტიკის განხორციელება; შემოსავლის გადანაწილება; სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი; პასპორტის სიძლიერე და პერსონალური უსაფრთხოება.
ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშში ხაზგასმულია სამთავრობო პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საჯარო სამსახურის/სერვისების მოდერნიზაციის თვალსაზრისით განხორციელებული აქტივობები.
„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, ზოგადად, ქვეყნის მიმზიდველი და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, აღნიშნული მიმართულებები საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ კუთხით მთავრობა აგრძელებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
02.06.2026.09:12
2 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.