ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის კონკურსი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
პროექტი უნდა მოიცავდეს ამორტიზებული სტადიონის რეკონსტრუქციას UEFA-ს III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრულ რეაბილიტაციას.
არანაკლებ 6000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე უნდა მოეწყოს განახლებული ტრიბუნები, მედია სივრცე, გასახდელები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, კომერციული და ადმინისტრაციული ზონები.
ინფრასტრუქტურა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი უსაფრთხოებისა განათებისა სისტემებით.
პროექტი ხელს შეუწყობს ჭიათურაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის განვითარებას და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს
28.10.2026.14:04
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს.
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ისნპექციამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია სრულად მოაწესრიგა.
ინსპექციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და საჯარო სივრცეში უკანონო საქმიანობას თვითნებურად განაგრძობენ.
უკანონო გარე ვაჭრობა და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, ქმნის ანტისანიტარიას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.
მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. უკანონო გარეაჭრობის და საჯარო სივრცეების შეზღუდვის არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა მსგავს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.