ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. პროექტი მოიცავს მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკისა და კიბეების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა, მონასტერში ასასვლელი ლითონის კიბის აღდგენა, სანიტარული კვანძების მოწესრიგება და მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა.
სოფელ კაცხში მოეწყობა კაცხის სვეტის ხედზე ორიენტირებული გადასახედი მოედანი და მასთან მისასვლელი საფეხმავლო ეკო-ბილიკი. ასევე, მოეწყობა უსაფრთხოების დამცავი ბარიერები, საინფორმაციო დაფები და მცირე მოსასვენებელი სივრცე.
პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით განხორციელდება, ხოლო სოფელ კაცხში სამუშაოები გარემოში მინიმალური ჩარევის პრინციპით შესრულდება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ღირებულებების შენარჩუნებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
04.09.2026.17:15
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.