მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174
-0.0041
flag
AZN 1.5453
-0.0004
flag
CNY 38.876
0.0057
flag
EUR 3.0159
0.0243
flag
GBP 3.5202
0.0279
flag
KZT 55.32
0.0023
flag
TRY 0.0554
0
flag
USD 2.6266
-0.0006
news banner

ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე, ინოვაციური მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობის პროექტირებისთვის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

პროექტის მიხედვით, ჭიათურაში, 1960-იანი წლებიდან უმოქმედო მაღაროს ნაცვლად უნდა მოეწყოს თანამედროვე სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც რეგიონში ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების ახალი ცენტრი გახდება. 

კონცეფციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული მიწისქვეშა გვირაბების უსაფრთხო ადაპტაციას, სადაც ვიზიტორებისთვის მადნის მოპოვების პროცესის რეალისტური იმიტაცია და ინტერაქტიული სამუზეუმო მარშრუტი მოეწყობა.

პროექტი უნდა მოიცავდეს მიწისზედა საგამოფენო და მისაღებ სივრცეებს, საინფორმაციო ცენტრს, კვების ობიექტს და სუვენირების მაღაზიას, ვიზიტორთა ეკიპირების ზონას, ასევე, დაახლოებით 100 მაყურებელზე გათვლილ საგანმანათლებლო ამფითეატრს და სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცეს.

მუზეუმში ინტეგრირებული უნდა იყოს თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები, მათ შორის ჰოლოგრამები, 3D ვიზუალიზაცია, რაც ვიზიტორებს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გაცნობის სრულად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

პროექტირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოეფექტურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

ისტორიული მაღაროს მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, რეგიონში ტურისტული და საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერებას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების მკაფიო გზავნილია - დავით სონღულაშვილი

30.07.2026.17:10

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 1 066 175 ჰექტარია.

რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა. რეინჯერებს პროფესიული დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა მიულოცეს.

“დღეს, საქართველოს დაცული ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 15%-ს მოიცავს. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართ. ჩვენი მიზანია, საქართველოს 6 სხვადასხვა კატეგორიის 112 დაცული ტერიტორიის ეფექტიანი მართვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და მომავალ თაობებში რეინჯერის, როგორც პროფესიის პოპულარიცაზია. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის 500-ზე მეტ რეინჯერს პროფესიული დღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის” - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა