მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივითა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით ორგანიზებული მედიაწიგნიერების კონკურსი დასრულდა

news image
mbc image

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივითა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით ორგანიზებული მედიაწიგნიერების კონკურსი დასრულდა. მიღებული ნამუშევრების გადარჩევის შედეგად კი ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიიღეს. პირველი ადგილი დაბა კაზრეთში მცხოვრებმა ნინი
მოსეშვილიმა დაიკავა. მე-2 ადგილი კი თბილისემა მარიამ ბროლაძემ და წალკელმა ანა გიგლემიანმა გაინაწილეს. რაც შეეხება მე-3 ადგილს, ის ჭიათურელ ანანო ხახიშვილსა და საგარეჯოელ მარიამ ჩილინგრიშვილს ხვდათ წილად.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი საპრიზო ფონდით დაჯილდოვდნენ, რომელიც ჯამში 3000 ლარს შეადგენდა და შემდეგნაირად ნაწილდებოდა: პირველი ადგილი - 1 500 ₾; მეორე ადგილი - 1 000 ₾; მესამე ადგილი - 500 ₾.

რადგან მეორე და მესამე ადგილები ორ-ორმა კონკურსანტმა გაიყვეს, დაჯილდოების მომენტში, პროექტის სპონსორის, “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელმა, თემურ ხონელიამ მიიღო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის გაზრდის თაობაზე და მეორე-მესამე ადგილზე გასულ თითოეულ კონკურსანტს შესაბამისად, 1000-1000 და 500-500 ლარი გადაეცათ.

„ სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, რომ ტარდებოდა კონკურსი თემაზე „ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა მედიაწიგნიერების საშუალებით”. ზუსტად იმ პერიოდში Facebook-ზე შემხვდა სტატია, რომლის მიხედვითაც გოგონების 25%-ს ვინც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, უშვილობა ემუქრებათ. რადგან საქართველოში გოგონების უმრავლესობას ეს ვაქცინა აქვს გაკეთებული ინფორმაციის გადამოწმება საჭიროდ ჩავთვალე და აღმოვაჩინე, რომ ყალბია. საკონკურსო ნამუშევარიც სწორედ ამ თემაზე შევქმენი.

კონკურსში მონაწილეობა და საკონკურსო მასალაზე მუშაობა დამეხმარა გამომემუშავებინა ისეთი უნარები, როგორებიცაა ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, ანალიზი, ფაქტების გადამოწმების და წერის უნარი.

მიხარია, რომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და საპრიზო ადგილიც დავიკავე. ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი კონკურსები ისევ გაიმართება და ყველა ჩემს თანატოლს ვურჩევ გამოიყენონ შესაძლებლობა“, - განაცხადა კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, მარიამ ბროლაძემ.

მედიაწიგნიერების კონკურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება 13-დან 18 წლამდე, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა