მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩინეთში შოთა რუსთაველის ქანდაკება გაიხსნა

news image
mbc image

დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის  ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში, - ამის შესახებჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უ იენმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას.

 

„მივესალმები მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მის აღმატებულებას, ვიცე-პრემიერს ლევან  დავითაშვილს, მის  აღმატებულებას, მინისტრ ილია დარჩიაშვილს, მინისტრ გიორგი ამილახვარს, მინისტრ ოთარ შამუგიას, ელჩ არჩილ  კალანდიას, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო და პატივცემულო სტუმრებო, არსებობს ორი ძველი ჩინური გამონათქვამი. ერთის თანახმად, როცა ყველაზე გამორჩეული სტუმრები ჩამოდიან, სწორედ მაშინ წვიმს. მართლაც ასეა. მეორე გვასწავლის, რომ სიამოვნების მომგვრელია შორიდან ჩამოსული მეგობრები,  ხოლო  ყველაზე გამორჩეულნი ჩვენთან  სახლში მოდიან და ყველას გვაბედნიერებენ.  შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი გამონათქვამი საუკეთესოდ ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ამ უნივერსიტეტში საქართველოს ყველაზე გამორჩეული სტუმრებისგან შემდგარ დელეგაციას.

 

ამიტომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სახელით, მინდა მივესალმო მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციას ჩინეთის უნივერსიტეტებში ვიზიტის ფარგლებში.  

გულწრფელ მადლობას ვუხდი ასევე მეგობრებს  ყველა სფეროდან, როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ უჭერდნენ მხარს ჩინეთ-საქართველოს საგანმანათლებლო თანამშრომლობას. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტს (BLCU) ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.

 

ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას. ეს მიუთითებს ჩვენთვის მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ხელი შევუწყოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ განწყობებს.

 

ჩინეთისა და საქართველოს განათლების სისტემები ყოველთვის ინარჩუნებდნენ მჭიდრო თანამშრომლობას. 2001 წელს საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა დაგეგმეს და განახორციელეს მრავალფეროვანი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მთელი  სერია, რამაც მნიშვნელოვანი და დადებითი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის განათლების და მეგობრული განწყობების განვითარებაში. დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის  ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში.

 

ახალგაზრდა სტუდენტებმა ჩინეთიდან და საქართველოდან შეინარჩუნეს მრავალფეროვანი ურთიერთობისა და ურთიერთსწავლების ტრადიცია. ახალგაზრდები არიან ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მემკვიდრეები, პრაქტიკოსები და ხელშემწყობები, - აწ უკვე თაობიდან თაობამდე. მიჩნეულია, რომ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, მეტი გაცვლითი პროგრამა შეიქმნება და განხორციელდება ჩინეთსა და საქართველოს ახალგაზრდებს შორის და ორი ქვეყნის ახალგაზრდები ამგვარად იმუშავებენ ერთად ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მეტაფორული ხის დასაცავად, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა", - განაცხადა ჩინეთისსახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა