ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საჯარო სერვისების მიღება ხელმისაწვდომი გახდეს მობილური ტელეფონით - ბექა ძამაშვილი
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საჯარო სერვისების მიღება ხელმისაწვდომი
გახდეს მობილური ტელეფონით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
„შეიძლება ითქვას რომ რაზეც ამ სამი დღის განმავლობაში გაერო ზრუნავდა რომ ყველა ქვეყანაში ეს გახდეს მთავარი მამოძრავებელი, საქართველომ ეს წლების წინ უკვე დანერგა, დღეს უკვე აქტიურად ხორციელდება. რა არის მთავარი? მთავარი არის ის რომ საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის მიუხედავად იმისა თუ როგორ მოიხმარს ეს ადამიანი სერვისს, სად ცხოვრობს, რა შესაძლებლობა აქვს, ეს არის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც გამოიხატება პირველ რიგში იუსტიციის სახლების მოდელით, რომელიც ფარავს მთლიანად საქართველოს და ერთ სივრცეში აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს და არა მარტო მოქალაქეებს მიიღონ როგორც საჯარო სერვისები, ასევე კერძო სერვისებიც და მუდმივად ვცდილობთ ჩვენ როგორც რაოდენობის გაზრდას ამ სერვისების, ასევე ხარისხის გაზრდას. მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად შეიძლება არ შეეძლოთ სხვადასხვა მიზეზის გამო დედაქალაქში, დიდ ქალაქებში, ცენტრებში მისვლა ამისთვის იცით რომ ფუნქციონერებს მობილური იუსტიციის სახლები, რომლითაც ფაქტობრივად მაღალ მთიან რეგიონებში, სოფლებში, რაიონებში ჩვენ ვუზრუნველყოთ აბსოლუტურად იგივე სერვისების მიწოდებას. შემდეგი მიმართულება არის დისტანციური და ონლაინ სერვისების განვითარება. დღეს უკვე ძალიან ბევრი სერვისი არის ხელმისაწვდომი დისტანციურად და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რომ უკვე მობილური ტელეფონით გახდეს შესაძლებელი ფაქტობრივად ყველა სერვისის მიღება, თუმცა ეს ყველაფერი იმუშავებს პარალელურად. იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც უფრო მიზანშეწონილი არის ფიზიკურად მისვლა რა თქმა უნდა უფრო მეტი კომფორტი დახვდებათ მათ, ვისაც ურჩევნია დისტანციურად სერვისების მიღება ეს განვითარდება და თვითონ რადგან ეს მოდელი უნიკალურია რომ ესე მუშაობს საქართველოში ამის აღიარება იყო ერთი მხრივ, თბილისში გამართვა ამ ღონისძიების და მეორე მხრივ, ღონისძიების გახსნაზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სპეციალური ჯილდო გადასცა იუსტიციის მინისტრ ბატონ პაატა სალიას ამ მოდელის აქტიურად და წარმატებით გამოყენებისთვის, რადგან მართლაც უნიკალურია. მარტო საქართველო კი არ სარგებლობს ამით, არამედ როგორც უკვე აღვნიშნე ბევრი ქვეყნისთვის გახდა მაგალითი და დაინერგა ბევრ სხვა სახელმწიფოშიც”, - აცხადებს ბექა ძამაშვილი.
სხვა სიახლეები
არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი
16.09.2026.20:13
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.
მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.
„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.