ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია - ირაკლი კობახიძე
ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, თუმცა მთავრობა ამით არ კმაყოფილდება.
„ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი შპს „ნოვა“ დააჯარიმა
04.09.2026.11:21
სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი შპს „ნოვა“ (ს/ნ: 202358126) დააჯარიმა, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი - შპს „ნოვა“ (ს/ნ: 202358126) „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე, 1 000 (ათასი) ლარით დააჯარიმა.
,,აღნიშნული სანქცია გამოიცა „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის”, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.